მედია: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში აღდგეს

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგეს.

ამის შესახებ “იზვესტია” რუსეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ავიამიმოსვლის აღდგენა წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, თუმცა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი გამო, ვადები გადაიწია.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში “რუსოფობიის დონე” შემცირებულია, უსაფრთხოების საჭირო ზღვარი არ არსებობს. ამასთან, ავიარეისების აღდგენის საკითხს მოსკოვი თბილისთან კონსულტაციების გარეშე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები