გურამ მაჭარაშვილი: ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თანამდებობა არა ჯილდო, არამედ პასუხისმგებლობაა

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თანამდებობა არა ჯილდო, არამედ პასუხისმგებლობაა, რომელსაც შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება. თანამდებობებიც სწორედ ამ პრინციპით ნაწილდება” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, სრული აბსურდია ოპონენტების ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუნდში სწორედ ის ადამიანები დაწინაურდნენ, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
„ამ საკითხზე პარლამენტში თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა და დეპუტატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, პარტიული დისციპლინა არ დაურღვევიათ. ამდენად, სრულიად გაუგებარია, რატომ არ უნდა მიეღოთ გუნდის წევრებს ესა თუ ის თანამდებობა. უმეტეს შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი არიან ის დეპუტატები, რომლებსაც მოადგილის პოზიცია უკავიათ. ასე რომ, ამაში უცნაური არაფერია” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები