სოფო კილაძე: “ნაცმოძრაობა” თუ შეძლებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პოლიციელთან შელაპარაკების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდა საზოგადოებას “ტყავს გააძრობენ”.

“სამწუხარო იყო ჩემთვის ამ კადრების ნახვა, თუნდაც აღელვებულ სიტუაციაში როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის წარმომადგენელი არის ეს მოქალაქე. ეს არის რეალურად მათი, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან და მგონია, რომ ისინი თუ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციისას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პოლიციელს დაემუქრა – “ძმრად ამოგადენთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები