მალიში ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, 13 ფრანგი სამხედრო დაიღუპა
მალიში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგად 13 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Press ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რესპუბლიკის პრეზიდენტი მწუხარებით იუწყება 13 სამხედროს დაღუპვის შესახებ, რომლებიც ჯიჰადისტების წინააღმდეგ ოპერაციის დროს დაიღუპნენ”.