ვაჟა სირაძე: პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია შესვლა და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული და პარლამენტმა მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს ფუნქციონირება.

“პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ მოახდინეს შენობების პიკეტირება, პოლიციის მიერ შესასვლელები გათავისუფლდა. არსებობს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონი, ბრძანება არაა საჭირო“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის იმ მხარეს, საიდანაც დეპუტატები მანქანით უნდა შევიდნენ, აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები