საპროტესტო აქციაზე დაშავებული ერთი პირი ინგოროყვას კლინიკაში რჩება

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაშავებული ორი ადამიანიდან ერთი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება,- ამის შესახებ “კვირას” ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლელა ჩაგანავამ განუცხადა.

“გამთენიისას შემოიყვანეს კლინიკაში ორი დაშავებული. ერთი უკვე ბინაზეა გაწერილი, ხოლო მეორე დაზარალებული კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება”, – აღნიშნა ჩაგანავამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები