„ლექსო, არ დაიკარგები“ – ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამოს 40 წლის იუბილე გაიმართა

25 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამოს – „ლექსო, არ დაიკარგების“ 40 წლის იუბილე გაიმართა.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობდნენ ძველი და დღემდე უცნობი მელექსეები, იუმორის დიდოსტატები, მომღერლები და მოცეკვავეები.
პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.
საღამოს უძღვებოდნენ ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ხალხური პოეზიის საღამოები სახელწოდებით „ლექსო, არ დაიკარგები“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები