პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულ ერთ-ერთ მონაწილეს სახის ძვლები აქვს მოტეხილი (ვიდეო)

გუშინ ღამით პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას დაშავებულ ერთ-ერთ მონაწილეს სახის ძვლები აქვს მოტეხილი.
ექიმების ინფორმაციით, ზაზა ლიპარტიას ჩაუტარდა კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, დაშავებულს საოპერაციოდ ამზადებენ.
“ნიუ ჰოსპიტალში” შემოყვანილია 3 პაციენტი. პირველ პაციენტს გაეწია საჭირო დახმარება და ამჟამად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. 1 პაციენტი უკვე გაწერილია ბინაზე, ხოლო მესამეს დაზიანებული აქვს თვალისა და თვალბუდის არე, თვალის დაკარგვის საშიშროება არ არის”,-აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა გამთენიისას კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.
​შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები