გოჩა მეზვრიშვილი: ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებულნი ვხვდებით

შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელია, რომლებიც საჰაერო ხომალდებს ზუსტი და უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში ეხმარებიან.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელია, რომლებიც საჰაერო ხომალდებს ზუსტი და უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში ეხმარებიან. ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვხვდებით.
ორივე პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) თვითმფრინავის “გზამკვლევია” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას, ხოლო თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი დღემდე არ ყოფილა. ორივე პროექტი საქაერონავიგაციას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქაერონავიგაციამ ბოლო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა – სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS 13R) ჩანაცვლების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა 13R კურსით 420 მეტრით გაფართოვდა.

“ICAO”-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება ჩეხური კომპანიის – “ANS CR” თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ განახორციელა. საფრენოსნო შემოწმება სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით გულისხმობს, რომელიც მის მუშაობას და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის “ICAO Annex 10” -ით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებს.

ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა გამართული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღიარა. შესაბამისად განახლებული “ILS 13R” და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებული შუქ-ტექნიკა ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა. პარალელურად ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის 900 მეტრამდე გაფართოების პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის დასრულება იმის საფუძველი გახდება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსით “ICAO”-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები