ეკა ბესელია: “ქართული ოცნების” განცხადება ცინიკურია და უპატივცემულობას გამოხატვას

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება არის ცინიკური და გამოხატავს უპატივცემულობას საერთაშორისო საზოგადოების და ხალხის მიმართ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი არჩევნების გერმანული მოდელია.

“ქართული ოცნების” სახელით გაკეთებული ეს განცხადება არის ძალიან ცინიკური და უპატივცემულო ყველას მიმართ – საკუთარი ხალხის მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ახლა გამოსავალი ეძებოს და ის კრიზისი, რომელიც თავად შექმნა დანაპირების უკან წაღებით, კონსენსუსის გზა ეძებოს. გამოსავალი არსებობს და ეს ე.წ. გერმანული მოდელია, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობას ქმნის”, – განაცხადა ბესელიამ.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც საზოგადოებას მმართველი გუნდის განცხადება გააცნო, სადაც ნათქვამია:
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები