კომპანია SOCAR-ი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 150 მილიონ დოლარს გადარიცხავს
მიმდინარე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის შვილობილი კომპანია SOCAR Energy Georgia სქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ.დოლარს გადარიცხავს.
როგორც SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირწქტორი მახირ მამედოვი აცხადებს, გასულ წელთან შედარებით SOCAR Energy Georgia-ს შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4,17 %-ით, ანუ 6 მლნ.დოლარით გაიზრდება.
როგორც მამედოვმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, გასულ წელს SOCAR Energy Georgia-მ საქართველოს ბიუჯეტში 144 მლნ. დოლარი,ხოლო 2017 წელს 120 მლნ.დოლარი შეიტანა.
სულ საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან, SOCAR Energy Georgia-მ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯაეტში გადასახადების სახით 1,5 მლრდ. დოლარი შეიტანა.