“ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 10:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
დეპუტატების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებს შეეხება. ამასთან, სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.