“ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის უფროსი დააკავეს
“ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის უფროსი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დაკავებულია ევროპული საქართველოს პრეს-სამსახურის უფროსი – თორნიკე დიასამიძე“ – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარულ ოფისებს პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.