მინიმალური პენსია და ხელფასი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით – დსთ-სა და კავკასიაში ლიდერი აზერბაიჯანია

მინიმალური პენსის და ხელფასის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, დსთ-სა და კავკასიაში აზერბაიჯანი ლიდერობას.

აზერბაიჯანში ეკონომიკური რეფორმების ანალიზისა და კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელის, ვიუსალ გასიმლის განცხადებით, მინიმალური ხელფასი აზერბაიჯანში 595 საერთაშორისო დოლარს შეადგენს ( საერთაშორისო დოლარი – პირობითი ფულადი ერთეული, რომლის მეშვეობითაც ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები განისაზღვრება). გასიმლის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მინიმალურ ანაზღაურებას იგივე მსყიდველობითი უნარი აქვს რაც 595 აშშ დოლარს სხვა ქვეყნებში.

როგორც ვიუსალ გასიმლიმ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, მინიმალური ხელფასი აზერბაიჯანში საერთაშორისო დოლარში 2,1 ჯერ აღემატება მინიმალურ ხელფასს სომხეთში, 1,6 ჯერ ყაზახეთში და 1.4 ჯერ საქართველოსა და რუსეთში.

რაც შეეხება საშუალო ხელფასს, გასიმლის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის სექტემბერში მინიმალური ხელფასი აზერბაიჯანში გაიზარდა,ეს დადებითად აისახა საშუალო ხელფასის ოდენობაზეც და ის 1540 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა. აქედან გამომდინარე, საშუალო ხელფასი აზერბაიჯანში 1,6 ჯერ აღემატება საშუალო ხელფასს სომხეთში ( 960 საერთაშორისო დოლარი ) და 1,1 ჯერ საშუალო ხელფასს საქართველოში ( 1431 საერთაშორისო დოლარი).

რაც შეეხება მინიმალურ პენსიას. მინიმალური მსყიდველუნარიანობის მიხედვით მინიმალური პენსია აზერბაიჯანში 476 საერთაშორისო დოლარის ტოლფასია. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი 3,7 ჯერ აღემატება სომხეთისას 2-ჯერ საქართველოსას, 1.3 ჯერ რუსეთისას,ხოლო 1,1 ჯერ ყაზახეთისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები