საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.419 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.419 მილიარდ დოლარს (16.059 მლრდ ლარი) გადააჭარბა. ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით საგარეო ვალი 64,1 მლნ დოლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 317,751 მლნ დოლარით არის გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,8 მლრდ დოლარი მართებს. საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოც ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 916 მლნ დოლარამდეა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB-1.106 მლრდ დოლარი) მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA- 978.456 მლნ დოლარი) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD -910.471 მილიონი დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 934.152 მილიონი ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი – 693.660 მილიონი ლარი; იაპონია – 638.171 მილიონი ლარი; რუსეთი – 159.338 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები