ლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0005 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9781 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9776 ღირდა.
0.0044 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.3000 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2956 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები