გასახვევ თამბაქოზე აქციზი 71%-ით გაიზარდა

დღეიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, გასახვევ თამბაქოზე (თუთუნზე) და თამბაქოს სხვა ნედლეულზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. ამიერიდან 1 კგ თამბაქოს ნაწარმი 60 ლარით დაიბეგრება, რაც დღემდე მოქმედ განაკვეთს – 35 ლარს 71%-ით აღემატება. გარდა ამისა, უფილტრო სიგარეტზე 30%-მდე იზრდება ადვალური გადასახადიც.

როგორც ცნობილია, 2018 წლის მეორე ნახევრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, რამაც ფილტრიანი სიგარეტი მნიშვნელოვნად გააძვირა და მომხმარებელი ალტერნატივის სახით გასახვევ თუთუნზე გადავიდა. ფილტრიანი სიგარეტის მწარმოებელთა და იმპორტიორთა მოთხოვნით, მთავრობამ გასახვევ თამბაქოზე აქციზის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები