დავით სონღულაშვილი: ლარის გაუფასურებასა და ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს და საჭიროა, მეტი განმარტებები მივიღოთ

ლარის გაუფასურებაზე, ასევე ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს და საჭიროა მეტი განმარტებები მივიღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში არის დაგროვილი რესურსი, თუმცა ბანკები რეგულაციების გამო ვერ ითვისებენ.

“იმ ფონზე, როცა 2019 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ისტორიულად დაბალ დონეზე, ასევე, ეკონომიკური ზრდა სახეზე იყო და რეგიონში წლის პირველ ნახევარში ვალუტების გამყარებაც შეინიშნებოდა – ლარის გაუფასურებაზე, ასევე ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს და საჭიროა მეტი განმარტებები მივიღოთ.

არის დაგროვილი რესურსი უცხოურ ვალუტაში, რომელსაც ბანკები ვერ ითვისებენ რეგულაციების გამო, ვერ ახდენენ ეკონომიკაში დოლარის ჩაშვებას, რის გამოც ფაქტობრივად დოლარის მიმწოდებელი არ არის ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში კურსს აწვება და მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება,”- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები