მშპ-ს ზრდის ურუნველსაყოფად მთავრობა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემცირებას გეგმავს

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე შემცირდეს.
შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს უკვე მისცა.

გახარიას განმარტებით, ეს ცვლილება იმისათვისაა საჭირო,რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწარაფი ტემპით გაიზარდოს.

„მინდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, მომავალი მთავრობის სხდომისთვის განვიხილოთ რამდენად არის შესაძლებელი დაკრეტიტების ზღავარის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შემცირება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამის გაკეთება იმიტომაა აუცილებელი,რომ უახლოესი წლების გამოწვევად კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები