გიორგი გახარია: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ ფასების სტაბილურობისთვის გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფასების დასტაბილურებისთვის ეროვნულ ბანკს მოუწოდა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

„მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა.
​ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები