უმრავლესობის დეპუტატებმა კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ სებ-ი რეალობას უნდა დაუბრუნდეს და ინფლაციის შემცირებაზე იზრუნოს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ სებ-ი დღეს უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების გაიდლაინებს აქცევს ყურადღებას, ვიდრე იმ კონტექსტს, რაც ქვეყანაშია.

კომიტეტის წევრმა დავით სოლღულაშვილმა კი კობა გვენეტაძეს ფულის მასის, 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის, შიდა ვალის, სავალუტო ინტერვენციებისა და სხვა საკითხების შესახებ რამდენიმე “ბლიც” კითხვა დაუსვა.

საპასუხოდ კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ 200,000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა და ის თავად პარლამენტმა დაამტკიცა. ფულის მასის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მონეტარული თარგეთირების რეჟიმის პირობებში ფულის მასა თავისუფალ ბაზარზე დგება, ხოლო სავალუტო რეზერვების ზრდასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რეზერვების შევსება ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და ნაჩქარევად მისი შევსება არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები