საქართველოში ტერორიზმის საფრთხის დაბალი მაჩვენებელია – ლონდონის ინსტიტუტის კვლევა

ლონდონის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა ტერორიზმის მაჩვენებლით ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 90 პოზიციაზე მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტერორიზმის დაბალი ალბათობაა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, აზერბაიჯანი 103-ე პოზიციაზე მოხვდა, და წინა წლის მაჩვენებელი 5 პოზიციით გააუმჯობესა.

რუსეთი 37 ადგილზეა (ტერორიზმის საშუალო საფრთხე), სომხეთი 94 პოზიცია (დაბალი საფრთხე), თურქეთი მე-16 პოზიციაზეა (მაღალი საფრთხე), ირანი 39-ე ( საშუალო საფრთხე).

ყველაზე მაღალი საფრთხეა ავღანეთში, ერაყში, ნიგერიაში და სირიაში.

ყველაზე უსაფრთხოა ბელარუსი, მავრიტანია, მონღოლეთი, რუმინეთი, ხორვატია, კუბა, სინგაპური, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს 2017 წელთან შედარებით, მსოფლიოში ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 15,2%-ით შემცირდა და შეადგინა 16 ათასი ადამიანი, თუმცა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ტერორისტები გამოჩნდნენ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები