„წინანდლის პრემიის“ ნომინანტები გამოვლინდნენ

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია.
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.

თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე;

კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი;

მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია;

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე;

მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი;

სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე;

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.

„2019 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატების ვინაობა 10 დეკემბერს, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები