კობა ლურსმანაშვილი: ნებისმიერი საარჩევნო სისტემით ოპოზიცია აბსოლუტურად წაგებული დარჩება

“ქართულ ოცნებას” არც ერთი პოლიტიკური ძალის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აუღია და მასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო – რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით?, – ამის შესახებ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “არენა”-ში განაცხადა.
“ქართულ ოცნებას არც ერთი პოლიტიკური ძალის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აუღია და მასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო – რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით? გვითხრან სად, როდის, რომელ დღეს, ვისთან შეთანხმდნენ, დაასახელონ კონკრეტული პირები, კონკრეტული თარიღები და რა შეთანხმება გაფორმდა წარმოადგინონ ეს. როდესაც პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ ხარ რეიტინგული და ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს იშველიებ, რატომ გაურბიხარ საარჩევნო მარათონს? როგორი წესი და სისტემაც არ უნდა იყოს, იგივე სისტემაში ვმოქმედებთ ჩვენც. ეს იქნება პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული, გარემო ყველასთვის ერთია და მთავარი სიტყვის მთქმელი არის ამომრჩეველი, რომელიც გადაანაწილებს თავის ხმებს და შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოში მოხვდებიან ამ ხმების გადანაწილების შესაბამისად. საზოგადოების განწყობები, არჩევნების გზით, აბსოლუტურად, იქნება გამოხატული დემოკრატიულ და კარგად ორგანიზებულ საარჩევნო პროცესის დროს. თუკი “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დეკლარირება, ეს შეასრულა კიდეც და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. როდესაც პარტიის ლიდერმა გააკეთა განცხადება – მან საზოგადოებას მიმართა. “ქართულ ოცნებამდე” პრაქტიკულად ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში კონსტიტუციურად ვერ დააკანონა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ინიციატივა, რომელიც მაშინ სადისკუსიოდ გაიხსნა ცხადია, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვა მოხდა. ჩვენ დღესაც მზად ვართ გაიხსნას დისკუსია თუნდაც, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. როდესაც შერეულ სისტემაზე ვსაუბრობთ, ანუ ფორმატი რომელიც ახლა მოქმედებს, ეს უფრო მეტად დახვეწილი ფორმატია, ვიდრე 2012 წელს მოქმედებდა საარჩევნო სისტემა, რომელ სისტემაშიც და რომელი რეგულაციებითაც “ნაციონალური მოძრაობა” მთლიანად დომინანტი იყო მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი საარჩევნო სისტემით ოპოზიცია დარჩება აბსოლუტურად წაგებული. “ისინი ამბობენ, რომ არიან მაღალ რეიტინგულები. მე ვარ 51-ე ოლქის მაჟორიტარი, როგორც დღეს იქნა წარმოჩენილი ყველაზე რეიტინგული არის დავით ბაქრაძე. ყველაზე რეიტინგული პარტიის ლიდერს, ბაქრაძეს, ბოკერიას გეპატიჟებით, ჩამოდით ხარაგაულში, იყარეთ კენჭი, ჩვენივე სამაჟორიტარო ოლქში დაგვამარცხეთ ჩვენ და მერე ათამაშეთ მუსკულები. საარჩევნო სისტემაში მოექეცით, კანონმდებლობის სრული დაცვით. მობრძანდით, მოსინჯეთ თქვენი ძალები, მაგრამ როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ. ეს სისტემა მათთვის არის დამანგრეველი ისევე, როგორც სხვა სისტემებში ისინი დარჩებიან აბსოლუტურად წაგებულები, ერთადერთი იმედი პროპორციულ სისტემაში არის ის, რომ გაურკვევლად, ისე რომ ამომრჩეველმა არ იცოდეს ის ხმები რომლის მობილიზებას ახერხებენ – მიიწებონ და რამდენიმე კაცით დასხდნენ პარლამენტში. ქვეყანას ურევენ იმის გამო რომ რამდენიმე სკამი და მანდატი მიიღონ პარლამენტში. გზა პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ გადის საარჩევნო მარათონზე და არა იმ ქმედებებზე რომლითაც არიან გამორჩეულები. ის გზა მათ პარლამენტში არ მიიყვანს”, – განმარტა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები