სასწრაფო დახმარების მანქანა რუსთაველზე მიტინგის გამო პაციენტამდე ვერ მივიდა – გარდაიცვალა 50 წლამდე მამაკაცი

0

თაბუკაშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი, ჯამბულ გადელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაგვიანებით მისვლის გამო გარდაიცვალა.

სასწრაფოს ბრიგადა გუშინ რუსთაველზე შეკრებილების გამო გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდა.

თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე თქმით, ექიმები გამოძახებაზე დაგვიანებით, ფეხით მივიდნენ, მანამდე კი პაციენტი საპატრულო ეკიპაჟის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი თამარ ნინიძე ამბობს, მე-6 სკოლასთან დატოვეს მანქანა და აღჭურვილობის წაღებაში პოლიცია დაეხმარათ, თუმცა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი