„თეატრში ყველას უყვარდა, მეც მიყვარდა. წავიდა, აღარ არის“ – რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე გარდაიცვალა
მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე, თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი თემურ ბადრიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ელენე მაცხონაშვილი ავრცელებს.
„პირველ კურსზე იყო, საბავშვო ეტლით მიმიყვანა მამამ თეატრალურში, იქ გავიცანი, მე არ მახსოვდა, მაგას კი. მერე დავეწიე და მეც გავიზარდე მაგხელა. დავმეგობრდით. ერთად ვიმუშავეთ მერე, ბევრი ვიმუშავეთ და კარგი რაღაცეები ვაკეთეთ, ერთად ვაკეთეთ. უყვარდა თოჯინების თეატრი და თეატრშიც ყველას უყვარდა, მეც მიყვარდა. წავიდა, აღარ არის“, – წერს ელენე მაცხონაშვილი.
პანაშვიდი: სამშაბათს, ოთხშაბათს, დაკრძალვა: ხუთშაბათს, გამოსვენება ეკლესიიდან.