უგულავა შსს-ს განცხადებას დაშინების მცდელობად აფასებს – “მოდით მეგობრებო, ჩვენ შიშველი ხელებით გხვდებით”

შსს-ს განცხადება დაშინების მცდელობაა, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა შსს-ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება.

მისივე თქმით, პროტესტი მაინც გაგრძელდება და აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივა.

“შსს-ს განცხადება არის დაშინების მცდელობა. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ამბობდნენ “ახლა მოვლენ, ახლა მოვლენო”, მოდით მეგობრებო ჩვენ შიშველი ხელებით გხვდებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში. ჩვენს უკან არის კონსტიტუცია და ქვეყანა. გაგვწევთ, დაგვიჭერთ, სხვები მოვლენ. გაგვყრით აქედან თავიდან მოვალთ, რა მნიშვნელობა აქვს პროტესტი მაინც გაგრძელდება. ლელოს დადება ხომ არ არის ბიუროს სხდომა, სადღაც კატაკომაშიც შეუძლიათ ჩატარება. ისინი ნორმალურად ვერ იმუშავებენ, უფრო მეტი ადამიანი მოვა. მთავრობა და ქალაქის მერი რომელიც ადამიანებს თავებით ითვლის ის მთავრობა განწირულია”, – განმარტა უგულავამ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობა ბლოკირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები