ირაკლი კობახიძე: დღეს ჩანიშნული ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს

ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიან პროტესტს, თუმცა ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ჩანიშნული ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

“ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს არის კონსტიტუციური აუცილებლობა. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თუ ეს ასე არ მოხდება, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიან პროტესტს, თუმცა ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს, მითუმეტეს, როცა ეს ეხება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს ბლოკირებას. ეს არის კანონდარღვევა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები