გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობას” პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება უნდა
“ნაციონალურ მოძრაობას” არეულობა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“რეალურად უნდა იფიქროს სახელმწიფომ, ბევრი არგუმენტია საფიქრალი და ვისაც ეხება, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს წესრიგი შესაბამისად უნდა იმსჯელოს, ანალიზი გააკეთოს და ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ქვეყანა. კონკრეტული პარტია ვინ არის წინა პლანზე კარგად ვხედავთ, “ნაციონალურ მოძრაობას” რა უნდა, ახალ “ნაციონალურ მოძრაობას” რა უნდა, ერთადერთია დასკვნა, რომ მათ უნდათ არეულობა და რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება”, – განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობა ბლოკირებულია.