კახა კალაძე: ბლოკირება არის კანონდარღვევა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება

0

ბლოკირება არის კანონდარღვევა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საპროტესტო აქციის ლიდერების და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პარლამენტის ბლოკირების საკითხს.

“გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის დაცული და ვერავინ ვერ შეზღუდავს. ნებისმიერ ადამიანს, რამდენად განსხვავებული მოსაზრება არ უნდა ჰქონდეთ მათ შეკრებისა გამოხატვის თავისუფლება აქვთ. როგორც კი ქმედებები გასცდება კონსტიტუციას და კანონს, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება. რაც შეეხება კონკრეტულად ბლოკირებას, ეს არის კანონდარღვევა და სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება”,- განმარტა კალაძემ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი