მამუკა მდინარაძე: პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებენ

პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებენ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციის ლიდერების და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პარლამენტის ბლოკირების საკითხს.

“ნუ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის ბლოკირებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებენ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები