ესტონეთი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ესტონეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ სასწრაფოდ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული და მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები