ამირან სალუქვაძე: ომბუდსმენი არა პოლიტპარტიის, არამედ კანონის ენით უნდა საუბრობდეს

ომბუდსმენი არა პოლიტპარტიის, არამედ კანონის ენით უნდა საუბრობდეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მკვლელს, არამედ მკვლელობის გამომწვევს – ასე განმარტავს ომბუდსმენი კანონს. ომბუდსმენი უნდა საუბრობდეს კანონის და არა პოლიტპარტიის ენით”,- წერს სალუქვაძე.

​ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარია “ფეისბუქზე“ წერს, პარლამენტის პიკეტირება კანონიერი არ არის, თუმცა მისი თქმით, “ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები