დავით საგანელიძე ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

0

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში, ერევანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დავით საგანელიძე სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომლიც სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა, მხარეებმა სომხეთ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გარმავებაზე, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების პერპექტივებზე , ამ მიმართულებით ფონდის, როგორც სახელმწიფო–საფინანსო ინსტიტუტის როლზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს, ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორცილებისთვის, საქართველოს მხრიდან ევროპასთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების და სომხეთის მხრიდან სამხრეთის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მნიშვნელობას.

“ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. საქართველო და სომხეთი პატარა ქვეყნები არიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინერგიის არსებობა და ურთიერთობების განმტკიცება. ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი და ეს შესაძლებლობები ერთობლივი, მასშტაბური ბიზნესპროექტების განსახორციელებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთი პარტნიორობით ხელს შევუწყობთ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას “ –აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეხვედრას სომხეთში საქართველოს ელჩი და ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტის, “სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“ ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, ტიგრან ხაჩატურიანსაც შეხვდა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურ შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სომხეთ –საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის “საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო –საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას. ასევე, ისაუბრა ორივე ქვეყნისთვის ურიერთგამოცდილებების გაზიარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვან და სასარგებლო როლზე.

დავით საგანელიძემ ერევანში ოფიციალური ვიზიტისას საქმიანი შეხვედრა გამართა სომხეთში ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტის“ სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“ ხელმძღვანელ დავიდ ფაფაზიანთან და ასევე ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. რამდენიმე მაშტაბური, სასაწყობე და ლოგისტიკური ცენტრი მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი