„ყველა პარტია წყალს წაუღია ერთიანად, თუკი ჩემი ქვეყნისთვის სახიფათონი ხდებიან“

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს ფეისბუქზე ეხმაურება ქართველი სამხედრო პოლიციელი ქალი აფრიკის მისიიდან – თამარ კიკნაძე.
„ყველაფრის დათმობა რომ დამჭირდეს, ვფიცავ, გავიხდი ფორმას და დავდგები კვლავ ამათ მოსაშორებლად ჩემი ხალხის გვერდით. რას დაამსგავსეს ჩემი ქვეყანა ამ ბარბაროსებმა? ალბათ ჩვენი ბრალია, საზოგადოების იმ ნაწილის, რომლებიც ჩვენი სიცოცხლისა და რისკის ფასად ვებრძოდი ამ კაციჭამიას ნაცკრიმინალებს, რომ ბოლომდე არ მივიყვანეთ ჩვენი ბრძოლა და ამ გამყიდველმა ვაიპოლიტიკოსებმა, რომლებიც დღეს მეძავებზე უარესები არიან, სულში ჩაგვაფურთხეს და დადგნენ კაციჭამია  „ნაცების“ გვერდით.
ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის, ყოვლად მიუღებელია და მარაზმი, რასაც დღეს ვუყურებთ. რამდენჯერ უნდა ჩააფურთხოთ ქართულ საზოგადოებას სულში? რით ვერ გაძღა თქვენი მუცლები? რა კოჰაბიტაცია აგიტყდათ, ნაცკრიმინალებს როგორ მიჰყიდეთ სულები? ეს იგივეა, რომ ეშმაკს გაურიგდით. ხალხის მოთმინებასაც საზღვარი აქვს – ცეცხლს ეთამაშებით!
დღეს ყველა ღირსეული ქართველის ვალია, ერთად დავიცვათ ჩვენთვის ფასეული ენა, მამული, სარწმუნოება, რასაც ესე გვიგინებენ და სულში გვაფურთხებენ.
ვერ მოვითმინე, ვადევნებ თვალ-ყურს და გული მტკივა ჩემს სამშობლოზე.
გადავწყვიტე, ღიად დავწერო ჩემი გულისტკივილი. მოკლედ, ვისი ვისაშია, კაცი ვერ გაიგებს… გეყოფათ სახიფათო თამაშები. მე არავისტი არა ვარ, არც ვინმეს დაკვეთას ვასრულებ… მე მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, ჩემს ქვეყანაში ღირსეულები მართავდნენ ქვეყანას და არა გამყიდველები.
არ ვერევი ამ ეტაპზე პოლიტიკაში და არც პოლიტიზებული ვარ, არც მონა ვარ. კიდევ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და სიტყვის თავისუფლება არავის აუკრძალავს ჩემთვის.
ყველა პარტია წყალს წაუღია ერთიანად, თუკი ჩემი ქვეყნისთვის სახიფათონი ხდებიან“, –  წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები