“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
​უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები