შეხვედრები თანასწორობის კვირეულის ფარგლებში -,,მე ვირჩევ თანასწორობას“

ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების   კამპანიის ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა პირველი  საინფორმაციო  შეხვედრები გამართეს.

გარდაბანში  შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, თბილისში კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის განცახდებით თანასწორობის კვირეულში უწყება აქტიურად მონაწილეობს, რადგან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურისთვის პრიორიტეტულია.

კვირეულის  ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ სტუდენტებთან, მოსახლეობასთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.

ცნობისთვის, 22 ნოემბრამდე, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები