“დავიბრუნოთ ქვეყანა” – მიხეილ სააკაშვილის მოწოდება საზოგადოებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება. როგორც ის გუშინ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერდა, მოცემულ სიტუაციაში იმედიანადაა განწყობილი.

დღეს კი, სურათი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას პარლამენტთან აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს წარწერით – “დავიბრუნოთ ქვეყანა”.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები