დავით უსუფაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე მეორე მოსმენა უნდა ჩატარდეს, კონსტიტუცია ითვალისწინებს ამას

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე მინიმუმ მეორე მოსმენა უნდა ჩატარდეს, კონსტიტუცია ითვალისწინებს ამას, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, გუშინ შეთანხმება შესრულებულიყო და ასეთი ვითარება არ დამდგარიყო. ასევე, დავით უსუფაშვილი საზოგადოებას პროპორციული საარჩევნო სისტემის ალტერნატიულ, გერმანულ მოდელს სთავაზობს.

“კანონპოროექტი საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელთან დაკავშირებით 2016 წლის ზაფხულში დარეგისტრირდა და დღევანდელ ვითარებაში ამ პროექტის მიღება, რომელსაც სჭირდება, 76 ხმა და არა 113, ანუ სჭირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და არა კონსტიტუციაში, არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი. გერმანული მოდელის რელევანტურობა გამოიხატება შემდეგში: 1) პოლიტიკური პარტია პარლამენტში იმდენ მანდატს იღებს, რამდენი ხმაც მიიღო პროპორციულად, ანუ პროპორციულობის მოდელი გერმანულ მოდელში დაცულია. 2) გერმანული მოდელით, მაჟორიტარული არჩევნებიც იმართება და კონკრეტულ ოლქებში მაჟორიტარ კადიდატებს აქვთ შესაძლებლობა, შეებრძოლონ ერთმანეთს და გაიმარჯვონ.

ამ მოდელის მიღებას და დანერგვას სჭირდება 76 ხმა; გუშინ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტმა მიიღო 101 ხმა, ამის ფონზე, ზოგიერთმა დატოვა “ქართული ოცნების” რიგები, ზოგიერთი შფოთავს, რომ არ გავიდა კანონპროექტი, ზოგი ამბობს, რომ მაჟორიტარებს გაუწია ანგარიში და ა. შ. ამ მოდელით კი არავის არგუმენტი აღარ რჩება, თუ შარზე არაა. ასევე, კონსტიტუციით 3%-იანი ბარიერია დაწესებული და ბლოკები დაშვებული, გერმანული მოდელით, პარტია რომლის კანდიდატები 3%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, ვერცერთ მანდატს ვერ მიიღებს,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა “კვირას” პრესკლუბში.

მისივე თქმით, გუშინ ყველა თემაზე შეჯერება ვერ მოხდა და კონსულტაციები გრძელდება.

ამასთან, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, გუშინდელი კენჭისყრით ეს პროცესი არ დამთავრებულა.

“ამავე კანონპროექტზე მინიმუმ მეორე მოსმენა უნდა ჩატარდეს, კონსტიტუცია ითვალისწინებს ამას. საქმე იმაშია, რომ 101 ხმის გამო, ვინაიდან 113 ხმაა საჭირო, ერთი პარლამენტის მიერ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი ჩანს. თუმცა, არიან იურისტები და კონსტიტუციონალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ბოლო, მესამე მოსმენაზე მოგროვდა 113 ხმა, ერთი პარლამენტის მიღებულადაც შეიძლება ჩაითვალოს. ამას დასჭირდება გრძელი გზა და 113 ხმის მოპოვება, რაც შეეხება იმ 76 ხმას – მეტი პერსპექტივაა, “- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები