ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროსადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ – ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ და გაჩერდებიან მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს.
„აღნიშნული სქემით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ მერიაში.