ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულები ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულები ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილზე არაფერი სმენიათ.

“დღეს გაგვათავისუფლეს. გადავიხადეთ გირაო და გამოგვიშვეს. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. დავინახეთ, თუმცა არანაირი კონტაქტი არ გვქონია”,-  განაცხადა ზურაბ ტუხიაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროდან, დავით მიშელაშვილი კი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევიდან აიყვანეს. კოდისწყაროდან გატაცებული ორი მწყემსი და გრემისხევიდან გატაცებული ერთი პირი დღეს გაათავისუფლეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის წინააღმდეგაც დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები