სოფიო ქაცარავა თანამდებობის დატოვებაზე: აღნიშნული გადაწყვეტილება სპონტანური იყო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორი იყო.

მისივე თქმით, დამატებით გეგმებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

“ფრაქციაზე ან რაიმე დამატებით გეგმებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სპონტანური და ვთვლი, რომ მოცემულ ვითარებაში ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ სწორი იყო”, – განაცხადა ქაცარავამ.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა

სოფიო ქაცარავამ თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები