„უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ – ვახტანგ ჯავახაძის ლექცია გაიმართება

17 ნოემბერს, 19:00 საათზე,  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს, „სტამბის წიგნები“ ვახტანგ ჯავახაძის ლექციას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექცია „უცანურ ვარსკვლავზე დაბადებული გალაკტიონი“ ლექციების კურსის – „შეხვედრები სტამბაში“ ფარგლებში ჩატარდება, რომელიც  17 ნოემბრიდან გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობით დაიწყება.
9-თვიანი კურსის ფარგლებში, „სტამბის წიგნებში“ ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.
ლექციაზე დასწრების საფასურია 10 ლარი (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გადახდა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ).
ყოველ კვირას და ოთხშაბათს ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე, კინოზე, თეატრზე, ისტორიაზე, ფილოსოფიაზე და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები