ავსტრალიაში ტყის ხანძარს, სულ მცირე, 350 კოალა ემსხვერპლა(ფოტო)

ავსტრალიის, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის მასშტაბურ ხანძარს, რომელსაც უკვე ერთი კვირაა ვერ აქრობენ, სულ მცირე, 350 კოალა ემსხვერპლა.

ამის შესახებ პოტ-მაკუორიში მდებარე „კოალა ჰოსპიტალის“ პრეზიდენტმა სიუ ეშტონმა, CNN-ს განუცხადა.

„ისეთი ინტენსიური ხანძარია, უახლოვდება პატარა კოალებს და ისინი ნაკუწებად იწვიან და ფერფლად იქცევიან. საშინელებაა“, – აღნიშნა ეშტონმა.

მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში ხანძარს გადარჩენილი, სულ მცირე, 12 კოალას მკურნალობენ, მათგან 5-ს მნიშვნელოვანი ტრავმები აქვს.

ეშტონი აღნიშნავს, რომ ახალ სამხრეთ უელში, ინესის ტბის ნაკრძალში 600 კოალა ბინადრობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები