ჭიათურაში, ითხვისის „ნაქალაქარზე“ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა

 2019 წლის ივლისში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის „ნაქალაქარზე“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპედიცია დაკომპლექტდა „ხვამლის ამქარის“ ბაზაზე, რომელშიც ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგთა ჯგუფი: დავით სულხანიშვილის, ქეთევან დიღმელაშვილის, დავით დარეჯანაშვილის, ნანა კაპანაძისა და თინა მანიას შემადგენლობით მონაწილეობდა.
სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებში აგრეთვე მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტები.
2019 წლის არქეოლოგიურმა გათხრების შედეგად დადასტურდა ვარაუდი ითხვისის „ნაქალაქარზე“ ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ. გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიან ელინისტური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად:

კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსაზრება კოლხეთში წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარების ინტენსიურობის თაობაზე;
აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ინტენსიური დასახლება, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე;
ამ დასახლებას დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია, რადგან ასეთი სიდიდის მარანი არსად არ არის გამოვლენილი;
გვიანელინისტური ხანის ნაგებობა უნიკალური მოვლენაა დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ამ ეპოქის ჯერჯერობით ერთადერთ ნაგებობას. ამ პერიოდის ნაგებობები არ გამოვლენილა არც ვანის და არც საირხის ნაქალაქარებზე.
არქეოლოგიური კომპლექსის ქრონოლოგიის გათვალისწინებით მას არავითარი საერთო არ გააჩნია ითხვისში გასული საუკუნის 60-იან წლებში გათხრილ არქეოლოგიურ ძეგლთან და იგი მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი დასახლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები