ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან, რიონზე საფეხმავლო ხიდის პროექტირებისათვის 60 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდის საპროექტო ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტის შესყიდვის ღირებულება 60 000 ლარია.

“საპროექტო ტენდერი გამოცხადებულია,რომელიც 22ნოემბერს დასრულდება,ღირებულება შეადგენს 60 000 ლარს.პროექტი უნდა წარადგინოს მოგებულმა კომპანიამ,დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. საუბარია გაპონოვის ქუჩიდან, წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიასთან ბოტანიკურ ბაღამდე, ზოლის მოწყობაზე. ეს იქნება საფეხმავლო ხიდი,”- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა.

ქუთაისის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე 30 000ლარიანი ტენდერი 2017წლის 2თებერვალს გამოაცხადა,თუმცა ტენდერი არ შედგა. პროექტზე ელექტრონული შესყიდვა მეორედ გამოცხადდა ,ღირებულებამ კი 45000ლარი შეადგინა.განმეორებით ტენდერში კომპანია “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა” 35 444ლარად გაიმარჯვა. მაგრამ პროექტის ჩაბარება არ მოხდა, რადგან ის თვითმმართველობამ არ მოიწონა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები