გიორგი კახიანი: შეგიძლიათ, დაასახელოთ რომელი პარტიები წარმოგიდგენიათ, რომლებიც გაერთიანდებიან ბლოკად და 5-7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებენ

შეგიძლიათ დაასახელოთ რომელი პარტიები წარმოგიდგენიათ რომლებიც ბლოკების შემთხვევაში გაერთიანდებიან ბლოკად და შეძლებენ 5-7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას?, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა, ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

“ყველაზე მტკივნეული თემა არის ბლოკების თემა და შეკითხვა მინდა დაგისვათ ბლოკების თემასთან დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ თქვენი შემოთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ ბლოკებთან მიმართებაში დადგენილიყო სხვა ბარიერი 5-7 პროცენტიანი და ეს თქვენთვის მისაღები იქნებოდა. ბუნებრივია, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, თქვენ ამაში არ გულისხმობთ საპარლამენტო პარტიებს, როგორიც არის “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი”, რომლებსაც ისეც არ ექნებათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ანუ, მათთვის ბლოკებს არ გვთავაზობთ. ანუ, როდესაც საუბრობთ გაერთიანებაზე, გულისხმობთ იმას, რომ ბლოკები შემოვიღოთ იმ პარტიებისთის, რომლებიც შედარებით სუსტები არიან და გაერთიანებაში რაღაც სინერგიას შექმნიან.

შეგიძლიათ, თეორიულად მითხრათ, დაასახელოთ რომელი პარტიები წარმოგიდგენიათ, ან რა გაერთიანება შეიძლება მოხდეს, გარდა ამ საპარლამენტო პარტიებისა, რომელზეც ვისაუბრეთ, რომლებიც ბლოკების შემთხვევაში გაერთიანდებიან ბლოკად და შეძლებენ ამ 5-7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას,”- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები