ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 15 ადამიანიდან, 3 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას”  სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

“ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამოსაკვლევად კი, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს”, – აცხადებენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები