შემოსავლების სამსახურის თანამშრომლება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

0

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “სარფი“, “მტკვარი”, “ქუთაისის აეროპორტი“ და “თბილისის აეროპორტი“, 3-9 ნოემბერს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (64 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (6.8 გრამი) და ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა (482 გრამი) და ჰაშიში (1.10 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი