მაია ცქიტიშვილი: სადაც სახელმწიფო ვერ გასწვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გარანტირებული ინვესტირება იქნება “ქართუ ფონდისა“ და “თანაინვესტირების ფონდისგან“

სადაც სახელმწიფო ვერ გასწვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ბიზნესი ვერ დააფინანსებს კერძო პროექტებს, გარანტირებული ინვესტირება იქნება “ქართუ ფონდისა“ და “თანაინვესტირების ფონდისგან“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სასტუმრო “რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში გენგეგმის მომზადება არის მისი უწყების მთავარი ამოცანა, რომელსაც სივრცითი მოწყობის დეპარტამენტი შეიმუშავებს. მაია ცქიტიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობის პროცესი, რომლის ნაწილიც წელს დასრულდება. როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში აბასთუმნის რეაბილიტაცია არის კარგი მაგალითი.
“სადაც სახელმწიფო ვერ გასწვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ბიზნესი ვერ გასწვდება კერძო პროექტებს, გარანტირებული ინვესტირება იქნება „ქართუ ფონდისა“ და „თანაინვესტირების ფონდისგან“ და ეს არის ფუფუნება და გარანტია, რომ პროცესი ბოლომდე მივა“, – განცხადა მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ​
დღევანდელ პრეზენტაციას არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან. პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები